სოხუმში "აფხაზეთის ისტორიის საკითხავი წიგნი" გამოსცეს

სოხუმში "აფხაზეთის ისტორიის საკითხავი წიგნი" გამოსცეს. ამის შესახებ საგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

მირა ხოტელაშვილი-ინალ-იფას წიგნი აფხაზური ენის განვითარების ე.წ. სახელმწიფო ფონდმა გამოსცა. ფონდში აცხადებენ, რომ წიგნი არ არის სასწავლო სახელმძღვანელო, მაგრამ მისი გამოყენება სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ლექტორებსაც შეუძლია.

სააგენტოს ინფორმაციით, წიგნი სამეცნიერო ისტორიული მასალების გამოყენებით არის შედგენილი და უძველესი დროიდან 1810 წლამდე პერიოდს მოიცავს.

წიგნის ავტორი მირა ზოტელაშვილი-ინალ-იფა "აფხაზეთის სახელმწიფო ეროვნული მუზეუმის" ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების უფროსია.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025