"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" მიერ მომზდებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ოფისში ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" მიერ მომზდებული წიგნის "ომი – სამართალი და მშვიდობა", პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში შესულია მასალები რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის შესახებ.

როგორც წიგნის ავტორები განმარტავენ, ეს არის უმთავრესად დოკუმენტების კრებული. "აქ შესულია თავად მოწმეების, დაზარალებულების ჩვენებები, ასევე პოლიტიკოსების ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისცეს. ასევე შეუსულია ის საჩივრები და საქმეები, რომლებითაც "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" მიმართა როგორც საქართველოს სასამართლოებს, ისე სტრასბურგის სასამართლოსაც", - განაცხადა ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელმა, ლია მუხაშავრიამ.

მისივე განცხადებით, თუ მომავალში გამოჩნდებიან დონორები, შესაძლებელი იქნება ამ წიგნის რუსულ და ინგლისურ ენებზე თარგმნაც. ამასთან, ლია მუხაშავრია იმედოვნებს, რომ წიგნის გაცნობის შემდეგ მკითხველები ორგანიზაციის თანამოაზრენი გახდებიან.

ერთ-ერთი დონორის, ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" დირექტორის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, "ადამიანის უფლებების პრიორიტეტმა" საკმაოდ სერიოზული სამუშაო გაწია. "აქ შესულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები და მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილია მასალები ადამიანის უფლებების დაცვაზე როგორც ომის დღეებში, ასევე ომის შემდეგ", - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

გამოცემის რედაქტორის, ნინო ციხისთავის განცხადებით კი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი წიგნში არის მოსახლების ევაკუაცია. "აქ შესული არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ის ციტატები, რომლებიც მათ თქვეს საპარლამენტო კომისიის დაკითხვის დროს. ეს ციტატები ეხება ევაკუაციის თემას, რომელსაც ფაქტიურად არავინ შეხებია და არავისი სათანადო პასუხისგების საკითხი არ დამდგარა", - განაცხადა ნინო ციხისთავმა. წიგნი ამ ეტაპზე გამოიცა 300 ეგზემპლარი და უმთავრესად მოწვეულ სტუმრებს და დაინტერესებულ პირებს დაურიგდებათ. პრეზენტაციას ესწრებიან ექსპერტები და ჟურნალისტები.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა