ძიუდოდან ზურაბ ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი გააცილეს

თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება ოფიციალურად გაიხსნა .

მანადემ კი, ქართული ძიუდოდან ლეგენდალური ქართველი ძიუდოისტები, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ოლიმპიური პრიზიორი ნესტორ ხერგიანი საზეიმოდ გააცილეს.

სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.

ნესტორ ხერგიანსა და ზურაბ ზვიადაურს გადაეცათ სპეციალური ჯილდოებიც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მათ ბიბლია აჩუქა, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

ზურაბ ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი მრავალჟამიერის ფონზე საქართველოს ნაკრების ახლანდელმა წევრებმა სპორტის სასახლის დარბაზიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს.

ამ წუთებში კი, სპორტის სასახლეში უკვე დაიწყო დღევანდელი დღის ფინალური ეტაპი. იმართება შეხვედრები ბრინჯაოს მედლებისთვის, ცოტა ხანში კი დაიწყება ფინალი ოქროს მელდებისთვის. შეჯიბრება იმართება სამ წონით კატეგორიაში. შესაბამისად, გაიმართება სამი ფინალური შეხვედრა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს ქართველი ამბაკო ავალიანი, რომელიც ბელორუს სპორტსმენს ალექსეი რამანჩუკს დაუპირისპირდება.

მსოფლიო თასის გათამაშება ხვალაც გაგრძელდება. სულ ტურნირში 27 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო