ნიკიტა საქართველოს პრინცის გადარჩენას ცდილობს

სერიალ "ნიკიტას" ახალი ფილმი საქართველოს ტახტის მემკვიდრის გადარჩენის გეგმას ეხება. ინტერნეტსაიტებზე პოპულარი სერიალის ახალი სერიები გამოჩნდა. ერთ-ერთი სერიაში ნიკიტა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის გადარჩენას ცდილობს.

როგორც სერიის ანოტაციაშია ნათქვამი, სარა ნიკიტას აძლევს პირველ დავალებას, როგორც საიდუმლო განყოფილების აგენტს. ნიკიტამ საქართველოს ტახტის მემკვიდრის მოკვლის გეგმა უნდა ჩაშალოს.

იგი ცდილობს, დახმარებისთვის პრინცის მეუღლეს მიმართოს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ისიც ამ გეგმაშია ჩართული. ტახტის მემკვიდრის მეუღლე ელექტროშოკის გამოყენებით ნიკიტას გონებას დააკარგვინებს.

გამოღვიძებისას ნიკიტა სასწრაფოდ მიდის პრინცის გადასარჩენად, ამ დროს გალა-წვეულებას თავს ესხმიან ქართველ მეამბოხეებად შენიღბული განყოფილების წევრები.

პრინცი უხსნის ნიკიტას, რომ მისი ქორწინება, უბრალო ბიზნესგარიგება იყო და მას თავისი ასისტენტი უყვარს. ისინი საფრთხეში არიან, მაგრამ პრინცი ასისტენტის გარეშე მუზეუმს არ ტოვებს.

ფილმი, სერიალების სტილში, საბოლოოდ კეთილი ძალების გამარჯვებით სრულდება.

"ნიკიტას" სერია იხილეთ საიტზე - www.palitratv.ge

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა