ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევად რჩება

მდგრადი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება და განმტკიცება, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
.ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტშია საუბარი. მასში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გამოწვევები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, 2008 წელს განვითარებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რამაც ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკების სტაბილურ ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნა.
"საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების კვლავ მიღწევა და შენარჩუნება, რამაც უნდა უზრუნველყოს საშუალო ფენის შემდგომი გაძლიერება და სიღარიბის დონის შემცირება. არასათანადო სოციალურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სოციალურ და პოლიტიკურ დაძაბულობას და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მდგრად განვითარებას, სტაბილურობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას", – ნათქვამია პროექტში.
ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის პირველადი განხილვა დღეს საპარლამენტო კომიტეტებზე მოხდება.

























