მიხეილ სააკაშვილი - ყველა მეწარმეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს

მიხეილ სააკაშვილი - ყველა მეწარმეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს

საგადასახადო კუთხით ყველა მეწარმეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში, გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

"ვნერგავთ ახალ მექანიზმებს, რომლის მიხედვითაც, თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია შეცდომით, არცოდნით, თუ ის თავს არ აარიდებს გადახდას, უნდა გათავისუფლდეს სანქციებისგან", - განმარტა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საგადასახადო სისტემაში არსებული "სულ ცოტა ხნის წინანდელი" სიტუაცია "გაის ინსპექტორების" პერიოდს შეადარა და ყურადღება საგადასახადო შეღავათებზე გააკეთა.

"ბიზნესის სტიმულირების მიზნით ვამკვიდრებთ, დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც თუ გადამხდელმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 200 ათასი ლარი, თავისუფლდება დღგ-ს გადახდის ვალდებულებისგან. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციის ტოლფასი და ისეთი უპრეცედენტო სესხის მოცულობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მილიარდ ლარს მიაღწევს, როგორც დახმარება ბიზნესის სტიმულირების კუთხით", - განაცხადა პრეზიდენტმა.