ვერა ქობალია - საქართველოში მონოპოლიები არ არსებობს

ვერა ქობალია - საქართველოში მონოპოლიები არ არსებობს

საქართველოში მონოპოლიები არ არსებობს, - ამის შესასებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატ" გიორგი თარგამაძის საპასუხოდ განაცხადა.

თარგამაძემ აღნიშნა, რომ ნაცვლად სახელმწიფოსთვის ხელების დამოკლებისა, მას ხელები საერთოდ მოაჭრეს და შედეგად საქართველო ოლიგოპოლიების თამაშის არენად იქცა. მისივე თქმით, შედეგად საწვავი ყველა ქვეყანაში გაიაფდა საქართველოს გარდა.

ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოში მონოპოლიები არ არსებობს, რადგან ქვეყანას ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აქვს და ეს კონკურენციის კარგ საშუალებას ქმნის.