ვერა ქობალია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობის ინვესტიციას ჩადებს საქართველოში ტრამპი

ვერა ქობალია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობის ინვესტიციას ჩადებს საქართველოში ტრამპი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობის ინვესტიციას ჩადებს საქართველოში ინვესტორი ტრამპი.

ამის შესახებ ვერა ქობალიამ დღეს, პარლამენტის პლენრულ სხდომაზე, "ქრისტიან-დემოკრატ" ნიკა ლალიაშვილის საპასუხოდ განაცხადა. ლალიაშვილი დაინტერესდა, რა რაოდენობის ინვესტიციები განხორციელდება ე.წ. "ტრამპ თაუერის" პროექტის მიხედვით. მასვე აინტერესებდა, ხომ არ იქნება ტრამპის მიღმაც ვინმე გაურკვეველი ბიზნეს ჯგუფი.

ვერა ქობალიას განცხადებით, ტრამპისთვის საკუთარი სახელი ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ვერავის მისცემს მისი სახელით მანიპულირების საშუალებას, თუ ინვესტიციით პირადად არ იქნება დაინტერესებული. ზოგადად კი, ქობალიას განცხადებით, ინვესტიცია ერთი კონკრეტული ინვესტორის მიერ არ ხორციელდება და საინვესტიციო პროექტებში რამდენიმე ინვესტორი არის ხოლმე ჩართული.