მუამარ კადაფი - გაუმარჯოს ისლამს ყველგან, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ

პოლკოვნიკი მუამარ კადაფი მხარდამჭერებს მოწინააღმდეგეებზე გამარჯვებას ჰპირდება. ამის შესახებ კადაფიმ ტრიპოლოში, რეზიდენცია ბაბ-აზიზიასთან, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა . გამოსვლა სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა და 3 წუთამდე გაგრძელდა.

"ლიბიისა და ისლამის წინააღმდეგ ჯვარისნული ომი მიმდინარეობს. გაუმარჯოს ისლამს ყველგან! ისლამის ყველა არმიამ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ ბრძოლაში. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ", _ განაცხადა პოლკოვნიკმა კადაფიმ.

მისივე თქმით, ყველაზე ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ლიბიელი ხალხია, რომელიც თავის სხეულით იცავს თავის ქვეყანას და ლიბიელი ხალხის ლიდერის რეზიდენციას ჯვაროსნების ავიაციის დარტყმებისგან.

"როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მტერს დავამარცხებთ", _ ასე დაასრულა ლიბიის ხელისულფების ლიდერმა თავისი გამოსვლა.

ამასთან, კოალიციის მხრიდან ჰაერიდან მოქმედების პარალელურად, კადაფისადმი ლოიალურად განწყობილი არმია აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლას ქალაქ მისრატასთან აწარმოებს.

კოალიციის მხრიდან მისრატასთან კადაფის ჯარის მრავალჯერადი დაბომვების მიუხედავად, კადაფის მხარადმჭერი ჯარი პოზიციებს არ თმობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება, ადგილოვრივი საავადმყოფო პრობლემებს ვერ უმკლავდება, ვითარება უმძიმესია, რადგან კადაფის მხარდამჭერი ტანკები ქალაქზე შეტევას აგრძელებენ.

"ბი-ბი-სის" კორესპოდენტის ცნობით, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალქ აჯაბიაში იმყოფება იუწყება _ "რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრძოლაში მონაწილე არც ერთ მხარეს არა აქვს ძალა ქალაქის შესანარჩუნებლად. პარალელურად მწვავდება ვითარება ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. კადაფის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი ტრიპოლიდან 13 კილომეტრში მდებარე ქალაქ ზინტანასა და იაფტასთან, რომელიც ტუნისის საზღვართან მდებარეობს. სხვადასხვა მონაცემებით, ორივე ქალაქში 20 მოქალაქე დაიღუპა".

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს