ემუქრება თუ არა საფრთხე დავით გარეჯს

სამხედრო წვრთნები და დავით გარეჯის მონასტერი - თემა, რომელიც 23 წლის წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო, დღესაც აქტუალურია. ოპოზიციური პარტიების ნაწილის მტკიცებით, მე-6 საუკუნის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსთან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სწავლებას საარტილერიო მომზადების თანხლებით ატარებს.

"ახალი მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძის მიერ 21 მარტს გამართული პრესკონფერენციის თემას "ქართული პარტიის" ლიდერებიც გამოეხმაურნენ და მონასტრისკენ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად დაიძრნენ. პარტიის ახალგაზრდა წევრებმა წვთნების შეჩერების მოთხოვნით სამანქანაო გზა გადაკეტეს. სოზარ სუბარი პოლიგონზე არ ყოფილა, ქვემეხები და სხვა საარტილერიო დანადგარები არ უნახავს, თუმცა სასულიერო პირების ნათქვამზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მონასტრის ახლოს გარკვეულ ინტენსივობით ჭურვების გასროლის და ავტომატური ჯერის ხმაც ისმის. InterPressNews.Geსუბარი 1998 წელს უზანაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იშვილიებს და აცხადებს, რომ წვრთნებს გამართვით თავდაცვის სამინისტრო კანონს არღვევს:

"გზა გადაკეტეს ახალგაზრდებმა, როგორც საგარეჯოს, ასევე გარდაბნის მხრიდან. ჩვენ ხელთ გვაქვს 1998 წლის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აქ აკრძალულია ნებისმიერი სახის სამხედრო წვრთნების ჩატარება. გვახსოვს, რომ გარეჯის პოლიგონის გაუქმებისთვის ხალხი ქუჩებში დროშებით დარბოდა... რა თქმა უნდა, სროლები და მათი სიმძლავრე ისეთი ინტენსივობის არ არის, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიბრაცია დიდ ზიანს აყენებს ქარით, წვიმითა და სხვა ბუნებრივი მოვლენით დაზარალებულ კომპლექსს. ამასთან, იმავე გადაწყვეტილებაში, რომელზეც მოგახსენეთ, InterPressNews.Geოთხი ინსტიტუტის სპეციალისტების დასკვნაა წარმოდგენილი. ფიზიკოსებმა, გეოლოგებმა, სეისმოლოგებმა და კიდევ სხვა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ გარეჯის მონასტერზე ნებისმიერი ტიპის სროლა დანანგრეველ გავლენას ახდენს. ეს კომპლექსი ქვიშაქვაშია გამოკვეთილი, ხანდაზმულობის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია: ნებისმიერი აფეთქების მიერ მიწაში გამოწვეული ძვრა იმავე ამპლიტუდის მიწისძვრაზე მძიმე შედეგს მოიტანს დავით-გარეჯისთვის. ეს არის ისტორიის ნგრევა _ საბჭოთა კავშირსაც კი შევაცვლევინეთ გადაწყვეტილება და გადავატანინეთ პოლიგონი, ახლა კი ძეგლს ქვეყნის ხელისუფლება აზიანებს", _ განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, აფეთქების ხმა ისმოდა დოდოს რქის მონასტერში.

"პოლიგონთან გაცილებით ახლოს არის უდაბნოს მონასტერი, რომელიც აზეირბაიჯანის ტერიტორიაზეა მოხვედრილი და იქ საუკეთესო ფრესკებია _ ასე რომ, სამხედრო წვრთნები მონასტრებთან ახლოს მიმდინარეობს. მე კარგად მახსოვს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თუ როგორი მკაცრი განცხადებები გაკეთდა ბერების მიერ ერთ-ერთ მონასტერში უნებართვო მშენებლობების გამო, ძალიან მაინტერესებს, ახლა რატომ არ აქვს ამ სამინისტროს ასეთივე დამოკიდებულება თავდაცვის უწყების მიმართ",InterPressNews.Ge _ თქვა სუბარმა.

"ეს საბჭოთა ჯარის ქმედებებს მაგონებს და ყველაფერი ათჯერ მეტად ვანდალური და ამორალურია დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან", _ აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

თავდაცვის უწყების მხრიდან ოპოზიციის მოთხოვნებს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, არავითარი საარტილერიო მომზადება მონასტრის სიახლოვეს არ მიმდინარეობს, იქ მხოლოდ რეზერვისტთან მომზადების საწვრთნელი ბაზაა და სწავლებები არავითარ საფრთხეს არ უქმნის კულტურული ძეგლის კონსტრუქციას.

ფიქრია ჩიხრაძემ კი, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თავდაცვის უწყებაში გაკეთებული განცხადებები საბჭოთა დროის ჩინოვნიკების 23 წლის წინანდელ კომენტარებს შეადარა:

InterPressNews.Ge"გაგახსენებთ, დაახლოებით 2 თვის წინ ქართველმა სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმად, კლდოვანი მასა, რომელზეც დგას დავით გარეჯის ლავრა და, სადაც გამოკვეთილი სენაკებია, საგანგაშო მდგომარეობაშია. დრომ თავისი კვალი დააჩნია უნიკალურ ძეგლს, უდაბნოს, ქარისა და მცხუნვარე მზის პირობებში, ბუნებრივია, იფიტება ეს კლდოვანი მასა. მგონი, დიდი დაკვირვება და ექსპერტული ცოდნა არ არის საჭირო, რომ კიდევ დამატებით ვიბრაციული ელემენტების შეტანა დამანგრეველ ზიანს მიაყანებს ძეგლს. თქვენ თუ თვალი შეავლეთ სტუდია "ჯი ენ ესის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, დააკვირდებოდით, აფეთქებების როგორი ხმა ისმის _ წარმოუდგენელია, ეს ხმა არ იწვევდეს უარყოფით ეფექტს დავით გარეჯის ლავრაზე. ბოლო პერიოდში გარეჯში არ ვყოფილვარ და ვაპირებ უახლოეს მომავლში ჩავიდე, თუმცა საკითხი ბუნდოვანი რომ არ ყოფილიყო, ამიტომაც უნდა შექნნილიყო სანდრო საზოგადოებრივი საბჭო ვითარების გასარკვევად.

საერთოდ, ხომ შეიძლება არ ვიყოთ "დიადი საბჭოთა კავშირის" ტრადიციის გამგრძელებლები და სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. სხვა ადგილები გამოვიყენოთ?! მაინცდამაინც დავით გარეჯისკენ უნდა გვეჭიროს თვალი პოლიგონის მოსაწყობად, თუნდაც ეს რეზერვისტთა მომზადების კურსები იყოს?! სულ მცირე, სასროლეთი მაინც ხომ უნდა იყოს მოწყობილი, რომ რეზერვისტებმა სამხედრო წვთნა გაიარონ. ვთქვათ და დავუჯეროთ თავდაცვის სამინისტროს, რომ იქ საარტილერიო სროლების ხმა არ ისმის და მხოლოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, რა გაგვიჭირდა ასეთი, რომ პოლიგონი სწორედ იქ მოვაწყვეთ. იმის თქმაც, რომ სროლების ხმა იშვიათად ისმის და ძეგლს არ აზიანებს, ეს ნამდვილად ბავშვური პოზიციაა. მახსენდება, როცა 23 წლის წინ ვითხოვდით დავით გარეჯში საბჭოთა არმიის სროლების აკრძალვას, სწორედ ასეთ არგუმენტებს იშველიებდნენ კომუნისტები და ამბობდნენ, რომ იქ დამანგრეველი ძალის სროლები არ იყო. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა არასერიოზულია და ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს", _ აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. InterPressNews.Ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა პოლიტიკურ პარტიები დავით გარეჯის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა.

"არის მცდელობები, რომ არაპოლიტიზებული თემები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად აქტუალური გახადონ; დავით გარეჯის მონასტრის საკითხიც ამ თემათა რიგს მიეკუთვნება. სრული პასუხისმგებლობით და სიმშვიდით მინდა გითხრა, რომ დავით გარეჯის პოლიგონს არავითარი კავშირი არ აქვს იქ არსებულ სიძველეებთან. იქ მიმდინარე წვრთნა, დიდი ტერიტორიული დაცილებისა და რელიეფის გამო, საერთოდ არ უკავშირდება უძველეს მონასტრებს. მეტსაც გეტყვით, ვიცი და დღესაც კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ დიდი მეგობრობა და თბილი ურთიერთობაა ჩვენს სამხედროებსა და სამღვდელოებას შორის. ასე რომ, წვრნით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია და თეთრისთვის შავი დარქმევის მცდელობაა", _ განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

InterPressNews.Geრაც შეეხება "ქართული პარტიის" ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებას იმის შესახებ, რომ 1998 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით გარეჯში ყოველგვარი სამხედრო წვრთნა აკრძალულია, ვაჩეიშვილმა განმარტა, რომ დავით გარეჯის უდაბნო დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და გადაწტყვეტილებაში მხოლოდ სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი.

"სახელ "დავით გარეჯით" სპეკულაცია არ უნდა გავაკეთოთ. საქმე ეხება ძალიან დიდ ტერიტორიას. გავიხსენოთ, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს: სწორედ ეს მონასტრები იყო საბჭოთა წვრთნების სამიზნე, ამ მონასტრებს ესროდნენ ჭურვებს, მათ ძირში იყო დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. ახლა კი ქართული საჯარისო საწვრთნელი ბაზა არის სრულიად სხვა ტერიტორიაზე და არავითარი კავშირი არ აქვს მონასტერთან. ასე რომ, ამ ვითარების სხვაგვარად წარმოჩენა არის ძალიან არასწორი საქციელი", _ აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

...

მიუხედავად ბუნებრივი პირობებით მასშტაბური დაზიანებებისა, დავით გარეჯი ამ დრომდე არ არის შეტანილი საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო ნუსხაში. ბოლო დამატებები ამ სიაში გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ 2009 წლის 30 ივნისს სევილიაში, კომიტეტის სხდომაზე შეიტანა. თუმცა, ამ ჩამონათვალში მოხვდნენ მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი, ბაგრატის ტაძარი და ზემო სვანეთის ძეგლები. საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ძეგლები შეიარაღებული კონფლიქტის, ომის, მიწისძვრისა და სხვა სტიქიების, ასევე, გაუკონტროლებელი ურბანიზაციის გამო შეაქვთ-ხოლმე. ძეგლის ამ სიაში შეტანა ნიშნავს, რომ მის გადარჩენას განსაკუთრებული საერთაშორისო ჩარევა და სასწრაფო დახმარება სჭრიდება.InterPressNews.Ge

...

მონასტერი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დააარსა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი. დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში და გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე. დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთან არის დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი დავით აღმაშენებლის ძემ და "შენ ხარ ვენახის" ავტორმა, დემეტრემ ხელი შეუწყო კომპლექსში რელიგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას.

InterPressNews.GeXI საუკუნეში გარეჯის მონასტერს თურქ-სელჩუკები შეესივნენ. გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. გარეჯის ფრესკების მნიშვნელობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.

მალხაზ ჭკადუა,

"ინტერპრესნიუსი"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა