საქართველო ცხვრის ხორცის ექსპორტს გეგმავს

საქართველო ცხვრის ხორცის ექსპორტს გეგმავს

საქართველო უახლოეს მომავალში ცხვრის ხორცის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ჩივიაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

ჩივიაშვილი გამოვიდა ინიციატივით ცხვრის სპეციალური სასაკლაოების შექმნის თაობაზე, რათა ექსპორტზე არა მხოლოდ ცოცხალი ცხვარი, არამედ ცხვრის ხორციც გავიდეს. ჩივიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

ჩივიაშვილს ბაკურ კვეზერელი მოგვიანებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დეპუტატის ინიციატივა მისაღებია.

მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტრო კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში შესაბამისი სასაკლაოებიც შეიქმნება.