ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი ოპოზიციით უკმაყოფილოა.
როგორც კობა სუბელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მოელოდა, რომ პარლამენტში მის მიმართ დასმული კითხვები უფრო საქმიანი იქნებოდა.
სუბელიანის განცხადებით, დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლების გარდა, დევნილების პრობლემებზე ორიენტირებული სხვა ძალებიც იქნებოდნენ, თუმცა "დაინახა, რომ ყველაფერი ხელისუფლების გასაკეთებელია".
რაც შეეხება ხელისუფლების გასაკეთებელს, კობა სუბელიანი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება დევნილებს ყველა დაპირებას შეუსრულებს. ასევე, კობა სუბელიანი დარწმუნებულია, რომ მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს დევნილები აუცილებლად მადლობას გადაუხდიან.