რამაზ ნიკოლაიშვილი ადგილობრივი კადრების გადამზადების აუცილებლობაზე საუბრობს

რამაზ ნიკოლაიშვილი ადგილობრივი კადრების გადამზადების აუცილებლობაზე საუბრობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ადგილობრივი კადრების გადამზადების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ნიკლაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრობლემები არსებობს და მზად არის სერიოზული თანხები დახარჯოს. მისივე თქმით, ამ მხრივ სერიოზული პროგრესი უკვე არსებობს.

მინისტრის ინფორმაციით, მან თანხა მოაკლო საგზაო დეპარტამენტს და სერიოზული ლაბორატორია შეიძინა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტშია და სტუდენტებს მასზე მუშაობა შეუძლიათ. ამ ლაბორატორიით გზებზე ბეტონის ხარისხის დადგენაა შესაძლებელი და მისი გამოყნება კონტროლის პალატასაც შეუძლია.

რაც შეეხება გზებზე მიმდინარე სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ყველა კონტრაქტორთან არის ვალდებულება, რომ მათ მუშახელის 70% ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჰყავდეთ.