საქართველომ ხორვატია 1:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, ხორვატიის ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ანგარიშით 1:0 დაამარცხა .

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოპიოვა. ქართველებმა ჯგუფის ლიდერი და ევროპის გუნდებს შორის ერთ-ერთი გამორჩებული, ხორვატიის ნაკრები დაამარცხეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გულშემატკივრების სრული ანშლაგი იყო. 90 წუთის განმავლობაში ქართველი გულშემატკივარი თავის გუნდს აქტიურად ქომაგობდა. მატჩის პირველი ტაიმი ხორვატიის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა.

დაახლოებით ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, მათი სათამაშო უპირატესობა აშკარა გახდა, რასაც შეხვედრის ბოლო წინა წუთზე, 89-ე წუთზე ლევან კობიაშვილის გოლი მოყვა.

გოლის შემდეგ, ქართველების კართან ბოლო წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. ხორვატ ფეხბურთელებს ჰქონდათ შანსი იმისა, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ, თუმცა საბოლოოდ მათ ეს ვერ მოახერხეს და შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო წუთებზე ფეხზე მდგომი გულშემატკვირობდა ნაკრებს და მატჩის დამთავრების მოლოდინში, საათზე იყურებოდა.

საფეხბურთო ზეიმმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ტრიბუნებიდან თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. ქუჩებში ხალხი ერთმანეთს გამარჯვება სულოცავდა. ავტომანქანები სიგნალით აღნიშნავდნენ ქართველი ფეხბურთელების წარმატებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა