პროფკავშირების კულტურის ცენტრში დამსახურებული ადამიანებისთვის საღამო გაიმართება

პროფკავშირების კულტურის ცენტრში დღეს, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანებისთვის საღამო გაიმართება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, საღამოზე მიწვეულნი არიან ის ადამიანები, ვინც წვლილი შეიტანა ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეტალურგიის და სხვა სფეროების განვითარებაში. ასევე, ის დამსახურებული ადამიანები, რომელთა ღვაწლიც მივიწყებულია.
საღამოზე მიწვეულნი არიან: მარიკა ლორთქიფანიძე, ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნანული აბესაძე, სულიკო კოროშინაძე, ლეილა აბაშიძე, მაცაცო სებისკვერაძე, მარიკა კვალიაშვილი, მაყვალა ბოტკოველი, ირმა სოხაძე, გიული ჩოხელი დ სხვები.

























