კახი კალაძე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებს

საქართველოს საფახბურთო ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე საქართველოში მის საწინააღმდეგოდ დაწყებულ "შავ პიარზე" საუბრობს. ქვეყნის ხელისუფლებასთან ბიზნესურთიერთობებზე კალაძე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასტუმრი "კოლხეთთან" დაკავშირებით ვალდებულებები აქვს შესასრულებელი.

"საიდან მოიტანეს ტელევიზიებმა, რომ სასტუმრო "კოლხეთთან" რაღაც ვალდებულებები მქონდა შესასრულებელი? სასტუმრო ჩემი საკუთრებაა და თანხაც სრულად მაქვს გადახდილი. იქ ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ტელევიზიებმა სპეციალურად ძველი კადრები აჩვენეს. არც სახელმწიფოს აქვს პრეტენზია "კოლხეთის" გამო ჩემთან, ოფიციალურად ჩემთვის არავის მოუმართავს. პირდაპირ გეტყვით: მე მიუღებელ ბიზსნესმენთა სიაში შემიყვანეს, ეს იყო კარგად ორგანიზებული შავი პიარი. მათ, ვინც ეს დაგეგმეს. გათვლილი ჰქონდათ ჩემი დისკრედიტაცია", - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა არსენალის მთაზე პროექტის ინვესტიციებზე და განაცხადა, რომ 2007 წელს აიქციონზე ამ მთაზე 77 ჰექტარი მიწა 38 მილიონ 20 ათას დოლარად შეიძინა. კალაძის ინფორმაციით, ეს უნდა ყოფილიყო "ქალაქი ქალაქში", სადაც სამთავრობო კომპლექსი და მაღალი დონის საცხოვრებელი სახლები, აუზები, მოედნები უნდა აშენებულიყო და 25 ათასი ადამიანი დასაქმდებოდა. მისივე განმარტებით, პროექტის ღირებულება მილიარდნახევარ დოლარს შეადგენდა და 10 წლის მანძილზე დასრულდებოდა, პირველ ეტაპზე კი 700 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო მიზიდული.

"მიწის პირველი ტრანში, 19 მილიონი დოლარი სრულად გადავიხადე, მომდევნო 19 მილიონის გადახდა 2008 წლის 15 სექტემბერს მიწევდა", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორების თხოვნით, ომის გამო შესაბამის უწყებებს თანხის გადარიცხვის გადავადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

კალაძე ასევე აცხადებს, რომ არსენალის მთაზე მისთვის მიყიდული ტერიტორიის 14 ჰექტარი გაყიდვის მომენტისთვის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საპატრიარქოს კუთვნილი მიწის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა.

"საქართველოში ბიზნესმენი ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხევა დამცავ მექანიზმებს, ამაზე ლაპარაკი ინვესტორს არ უნდა სჭირდებოდეს. "არსენალ დეველოპმენტი" ალბათ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს სარჩელს. მოგეხსენებათ, მარტო არ ვარ, ჩემს გვერდით უცხოელი პარტნიორები დგანან", - აცხადებს კალაძე.

იხილეთ საგაზეთო ინტერვიუს სრული ვარიანტი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება