გოჩა სვანიძე - ეფიმოვი ვარაუდობს, რომ ყარამან ქუთათელაძე "შავ ლომთან" დაკავშირებით კრიმინალებს გაურიგდა

ნიკო ფიროსმანის "შავი ლომის" ამჟამინდელი მფლობელი ვიაჩესლავ ეფიმოვი ვარაუდობს, რომ ყარამან ქუთათელაძე წლების წინ კრიმინალებს გაურიგდა.

როგორც ვიაჩესლავ ეფიმოვის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეფიმოვს ამ განცხადების დამამტკიცებელი საბუთები ჯერ არ აქვს, თუმცა ეჭვობს, რომ ქუთათელაძემ ავანტიურა იმიტომ წამოიწყო, რომ კრიმინალებთან კავშირი დამალოს.

"ეფიმოვს რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. ვიცით მხოლოდ ის, რაც ტელევიზიით გადაიცემა: თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი ყარამან ქუთათელაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა დაგვიდასტურა. ისტორია გამოვიკითხე და ეფიმოვი ვარაუდობს, რომ ეს არის ქუთათელაძის მიერ დაწყებული ავანტიურა, რომლის უკან შესაძლოა, კრიმინალური შეთანხმება იდგეს. ამას ეფიმოვი ჯერ ვერ ადასტურებს, მაგრამ ვარაუდს გამოთქვამს, რომ წლების წინ ქუთათელაძემ "შავ ლომთან" დაკავშირებით კრიმინალებთან გარკვეული შეთანხმება დადო", _ განაცხადა სვანიძემ.

მისივე თქმით, ქუთათელაძეს ეფიმოვისთვის არაერთი ნახატი აქვს მიყიდული და ყველაფერი ოფიციალური დოკუმენტებით არის დამოწმებული.

"შავ ლომთან" დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას, რომ ქუთათელაძის პრეტენზიები უსაფუძვლოა", _ აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

ადვოკატის თქმით, ეფიმოვს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 8 მაისს შეხვდა. ის საგანგებოდ კლიენტთან მოსალაპარაკებლად იყო ჩასული.

"შავი ლომის" გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ნახატი, რომელიც მოსკოვის მხატვართა ცენტრალურ სახლში იყო გამოფენილი, მისი ოჯახიდან 1993 წელს ყაჩაღურად გაიტაცეს. "როსახრანკულტურის" წარმომადგენლის მტკიცებით კი, "შავი ლომის" ამჟამინდელმა მფლობელმა ვიაჩესლავ ეფიმოვმა ნახატი ქუთათელაძისგან კანონიერად შეიძინა და შესაბამისი დოკუმენტი არსებობს. ამას ქუთათელაძე კატეგორიულად უარყოფს და ნახატის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გოჩა სვანიძე - ეფიმოვი ვარაუდობს, რომ ყარამან ქუთათელაძე "შავ ლომთან" დაკავშირებით კრიმინალებს გაურიგდა

ნიკო ფიროსმანის "შავი ლომის" ამჟამინდელი მფლობელი ვიაჩესლავ ეფიმოვი ვარაუდობს, რომ ყარამან ქუთათელაძე წლების წინ კრიმინალებს გაურიგდა.

როგორც ვიაჩესლავ ეფიმოვის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეფიმოვს ამ განცხადების დამამტკიცებელი საბუთები ჯერ არ აქვს, თუმცა ეჭვობს, რომ ქუთათელაძემ ავანტიურა იმიტომ წამოიწყო, რომ კრიმინალებთან კავშირი დამალოს.

"ეფიმოვს რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. ვიცით მხოლოდ ის, რაც ტელევიზიით გადაიცემა: თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი ყარამან ქუთათელაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა დაგვიდასტურა. ისტორია გამოვიკითხე და ეფიმოვი ვარაუდობს, რომ ეს არის ქუთათელაძის მიერ დაწყებული ავანტიურა, რომლის უკან შესაძლოა, კრიმინალური შეთანხმება იდგეს. ამას ეფიმოვი ჯერ ვერ ადასტურებს, მაგრამ ვარაუდს გამოთქვამს, რომ წლების წინ ქუთათელაძემ "შავ ლომთან" დაკავშირებით კრიმინალებთან გარკვეული შეთანხმება დადო", _ განაცხადა სვანიძემ.

მისივე თქმით, ქუთათელაძეს ეფიმოვისთვის არაერთი ნახატი აქვს მიყიდული და ყველაფერი ოფიციალური დოკუმენტებით არის დამოწმებული.

"შავ ლომთან" დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას, რომ ქუთათელაძის პრეტენზიები უსაფუძვლოა", _ აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

ადვოკატის თქმით, ეფიმოვს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 8 მაისს შეხვდა. ის საგანგებოდ კლიენტთან მოსალაპარაკებლად იყო ჩასული.

"შავი ლომის" გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ნახატი, რომელიც მოსკოვის მხატვართა ცენტრალურ სახლში იყო გამოფენილი, მისი ოჯახიდან 1993 წელს ყაჩაღურად გაიტაცეს. "როსახრანკულტურის" წარმომადგენლის მტკიცებით კი, "შავი ლომის" ამჟამინდელმა მფლობელმა ვიაჩესლავ ეფიმოვმა ნახატი ქუთათელაძისგან კანონიერად შეიძინა და შესაბამისი დოკუმენტი არსებობს. ამას ქუთათელაძე კატეგორიულად უარყოფს და ნახატის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა