ბათუმში, ერას მოედანზე საპროტესტო მიტინგი დაიწყო

ბათუმში, ერას მოედანზე "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მიტინგი უკვე დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ერას მოედანი სავსეა აქციის მონაწილეებით. აქციაზე, დაახლოებით, 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მათ სიტყვით უკვე მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა ცოტნე ანანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ეს პროტესტი აუცილებლად იქნება საბოლოოდ დადებითი შედეგის მომტანი.

ბათუმის აქციაში მონაწილეობას იღებს ასევე "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი. მიტინგი ხმის გამაძლიერებლების გარეშე მიმდინარეობს, რადგან აპარატურა, რომელიც "თეთრების" ლიდერს თემურ შაშიაშვილს და ელიზბარ ჯაველიძეს თბილისიდან უნდა ჩაეტანათ, მათივე განმარტებით, დაიკარგა.

მოსახლეობა აქციაზე მოსულია პლაკატებით, რომლებზეც არის წარწერები: "გონიო შეიხების გარეშე", "დავიბრუნოთ საკუთრება", "მიშა – საქართველოს დაკარგული ტერიტორიები".

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ შეინიშნებიან. ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ერთადერთი ეკიპაჟი დგას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა