სახალხო კრების აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე რკინის ბარიერები აღმართეს

სახალხო კრების აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან რკინის ბარიერები აღმართეს.

ამ დროისთვის პარლამენტის მიტინგი იმართება. როგორც სახალხო კრების ერთ-ერთმა აქტივისტმა ბათუმიდან მურმან დუმბაძემ განაცხადა, ქართველი ერის ერთიანობით, სახალხო კრების სურვილი ხელისუფლების შეცვლის შესახებ აუცილებლად ასრულდება და ხალხის ნებას არსებული ხელისუფლება ვეღარ შეეწინააღმდეგება.

მურმან დუმბაძემ თავისი გამოსვლა შემდეგი ფრაზით დაამთავრა: "მიშა წავა, მიშა წავა".

ამასთან, ჯერ ცნობილი არ არის, გააგრძელებენ თუ არა აქციის მონაწილეები მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მერიაში შეტანილ განაცხადში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც არის აღნიშნული.

კითხვაზე, აქ დარჩენას აპირებენ, თუ გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ეს ხალხზეა დამოკიდებული.

"ჩვენ მერიაში შეტანილ განაცხადში მითითებულია, ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ამიტომ ჩვენ ვდგავართ აქ კანონიერად და არ ვარღვევთ კანონს. რაც შეეხება დავრჩებით თუ არა აქ, ჩვენ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენსავე ხალხთან ერთად", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

სახალხო კრების ლიდერებმა, მიტინგის დაწყებამდე პარლამენტის წინ აღლუმისთვის გამზადებული სცენა რამდენიმე ხნით  დაიკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა