"ტიფლის ავენიუში" ბათუმელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

ხელოვნების ცენტრ "ტიფლის ავენიუში" დღეს რაულ ხალვაშის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა გაიმართება.
მხატვარი ბათუმში ცხოვრობს. ის მშობლიურ ქალაქში ცნობილია ფსევდონიმით "რომანოზი".
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ხალვაში ქართულ ხელოვნებაში ახალი მიმართულების – ტრანსედენტალიზმის მიმდევარია. "მისი ნამუშევრები ქვეცნობიერში მოგზაურობას გვაგონებს, სადაც საგნები, პერსონაჟები და მოვლენები ასახულია რეალურ სამყაროში მოხვედრამდე", _ აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.
გამოფენაზე წარმოდგენლი იქნება მხატვრის გრაფიკული და ფერწერული ტილოები, რომელიც რაულ ხალვაშმა 1997-1998 წლებიდან დღემდე შექმნა.
გამოფენა "ტიფლის ავენიუ"-ში 4 ივლისამდე გაგრძელდება.

























