ფოთში "ახალი ნათების" მეათე მაღაზია გაიხსნა (R)

ფოთში "ახალი ნათების" მეათე მაღაზია გაიხსნა (R)

9 ივლისს ფოთში, ფარნავაზ მეფის #1-ში "ახალი ნათების" მეათე მაღაზია გაიხსნა.

"ახალი ნათება" ქართულ ბაზარზე 1999 წლიდან არსებობს. კომპანიამ მალე მიაღწია წარმატებას და დღესდღეობით თავის სფეროში გამოკვეთილი ლიდერია. "ახალი ნათება" პრესტიჟული და ცნობადი ბრენდია არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.

"ახალ ნათებას" უკვე ათი მაღაზია-სალონი გააჩნია, მათგან ექვსი თბილისშია, ხოლო ოთხი რეგიონებში - გორი, ქუთაისი, ბათუმი და ახლა უკვე ფოთი.

ფოთის ახალ მაღაზიაში წარმოდგენილია ყველა ის პროდუქცია, რაც უკვე იყიდება "ახალი ნათების" ქსელის სხვა მაღაზიებში - ნათურებისა და სანათი საშუალების რამდენიმე ათასი დასახელება.

ფოთის არჩევა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია - ფოთში ტვირთბრუნვის გაზრდამ, ფოთის ტერმინალისა და თავად ფოთის მნიშვნელობის გაზრდამ, ასევე ანაკლიის განვითარების პროექტის შექმნამ – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის წინსვლისთვის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კომპანია "ახალმა ნათებამ" საჭიროდ ჩათვალა, აუცილებლად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ რეგიონში, როგორც ხარისხიანი სანათი საშუალებების მიმწოდებელი ერთადერთი ქსელი, რადგან ზრდა და მშენებლობა წარმოუდგენელია ხარისხიანი განათების გარეშე.

"ახალი ნათების" ფოთის მაღაზიის გახსნას ფოთელები სიხარულით შეხვდნენ. სტუმრებისთვის გათამაშდა საჩუქრები, ფოთში უკვე გაგზავნილია 2011 წლის ზაფხულის ახალი კოლექცია და 1 სექტემბრამდე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.