კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თანამედროვე ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს.
ამჯერად, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტოგასამართი სადგური თბილისის ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში, კერძოდ ვარკეთილში გაიხსნა. ახალი ობიექტის გახსნას კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ხელმძღვანელობა ესწრებოდა.
ამიერიდან, ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს” საქართველოს მასშტაბით 74 ავტოგასამართი სადგური ექნება.
კომპანია ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს მაღალი დონის, ევროპული სტანდარტების ავტოგასამართი სადგურების მომსახურებით, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი ადამიანი დასაქმდება, რაც საბოლოოდ სოციალური ფონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
თითოეული ავატოგასამართი სადგურის გახსნა ათობით ადამიანის დასაქმებას ნიშნავს, რაც პრიორიტეტული საკითხია კომპანია "სოკარის"-თვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
ზოგადად კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. ამას `ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის~ მიერ გაცემული სპეციალური ჯილდოც ცხადყოფს, რომელმაც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების ქსელის მფლობელად დაასახელა.
მართლაც, კომპანიის ყოველი ავტოგასამართი სადგური იმგვარად არის მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან. თითოეული ობიექტი აღჭურვილია იაპონური წარმოების ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც საწავავის ჩასხმის 100%-იან სიზუსტეს უზრუნველყოფს. ყველა დიდ ავტოგასამართ სადგურზე მდებარეობს ავტოსამრეცხაო, მარკეტები და კაფეები. ამიტომ, მომხმარებელს, რომელიც "ოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართი სადგურით ისარგებლებს, ერთდოულად შეუძლია მიიღოს მრავალფეროვანი მომსახურება და დაისვენოს კიდეც.
თბილისის გარდა, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართი სადგურები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ყველა მნიშვნელოვან წერტილში მდებარეობს. ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტოგასამართი სადგურის არსებობა რეგიონებში, საწინდარია იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოქალაქისთვის თუ ჩამოსული სტუმრისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ტურისტი გაემგზავრება საქართველოდან კმაყოფლი სერვისითა და მომსახურებით, მით მეტს გაუჩნდება ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი სამომავლოდ.
ხოლო თავისთავად რეგიონებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, უახლესი ინფრასტრუქტურის მოწყობა ძლიერ რეგიონს, ძლიერ სოფელს, საბოლოოდ კი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. მოცემულ მომენტში კი გეოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყნის თანაბრად განვითარება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
თანამედროვე ავტოგასამართი სადგურების ქსელის არსებობა მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო დანიშნულების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. სატრანზიტო პოტენციალი ვერ იქნება გამოყენებული თუ ქვეყანაში არ იქნება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომაც ეთმობა მნიშვნელოვანი ყურადღება ქვეყანაში თანამედროვე ავტობანისა და გზების მშენებლობას. ამ გზებზე უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილებისთვის კი აუცილებელი პირობაა, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, თანამედროვე ავტოგასამართი სადგურების სერვისით სარგებლობა. "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ევროპული სტანდარტების ავტოგასამართი სადგურების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო და კომფორტული სატრანზიტო გადაადგილებისთვის ყველა საჭირო პირობას ქმნის.
ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" 2011წლის აპრილში ISO 9001-2008 ხარისხის მართვის სერთიფიკატი მიიღო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კომპანიის მაღალი დონის მუშაობასა და ევროსტანდარტებთან შესაბამისობას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"