გრიგოლ ვაშაძე ვმო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ქალაქ ზალცბურგში მაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს პასკალ ლემის შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავალო პერსპექტივებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვმო-ს დირექტორს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ორ ქვეყანას შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

























