დღეიდან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება

დღეიდან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება. საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" თბილისის მერიამ 49-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის მოვლა-პატრონობას და რეკონსტრუქციას, სტადიონის მწვანე საფარის შეცვლას (განახლებას), ყოველწლიური ინვესტიციის განხორციელებას, მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სტადიონის პროფილის შენარჩუნებას, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის უეფა-სა და ფიფა-ს საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა სტადიონი საერთაშორისო დონის საფეხბურთო მატჩებისათვის მუდმივად მზად იყოს.

ხელშეკრულება მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიასა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის 25 აგვისტოს გაფორმდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო