ელექტრონული ხელმოწერით ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობის აღება ექსპერტიზის ბიუროს სხვადასხვა ფილიალებშიც შესაძლებელია

ელექტრონული ხელმოწერით ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობის აღება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სხვადასხვა ფილიალებშიც შესაძლებელი გახდა. ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავისა და გურჯაანის ფილიალებში ამერიკული წარმოების ელექტრონული ხელმოწერის აპარატები დამონტაჟდა. ელექტრონული ხელმოწერის სისტემა აქამდე არსებულ წესს მთლიანად ჩაანაცვლებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ 2 წუთში მიიღოს. აპარატების მართვის სპეციფიკური პროგრამა, რომელიც ბაზებში სასურველი პირის მონაცემების მოძიებას მაქსიმალურად გაამარტივებს, ბიუროს სპეციალისტებმა შექმნეს. თუ ადრე ამავე ცნობის ასაღებად საჭირო იყო მომხმარებლისთვის ცნობის ბეჭდური ფორმით მიწოდება, მასზე ხელის მოწერა და შემდეგ მისი 3 სხვადასხვა ბაზაში ძებნა, რასაც საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდებოდა, ახლა ეს 2 წუთში იქნება შესაძლებელი. ელექტრონული ხელმოწერის საფუძველზე, ავტომატურად შეივსება განაცხადი ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობის მისაღებად. ხელმოწერასთან ერთად, პირადი ნომრის მითითების საფუძველზე კი, მომხმარებელი მარტივად შეძლებს სასურველი დოკუმენტის მიღებას.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის