ბაკურ კვეზერელი - ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი ექსპორტზე 40 მილიონი დოლარის ოდენობით გავა

ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი ექსპორტზე 40 მილიონი დოლარის ოდენობით გავა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს სიმინდის თესლის შეძენა 4 მილიონი დოლარი დაუჯდა. გლეხები კი, 100 000 მილიონის მოგებას ნახავენ, ექსპორტზე კი, 40 მილიონის დოლარის ოდენობის სიმინდი გავა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებში იგეგმება სიმინდის ექსპორტზე გატანა. ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რამდენიმე ათასი ტონა უკვე გავიდა აზერბაიჯანში.

რაც შეეხება ბაზრების მოძიების საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნულ სიმინდს მყიდველები თავად ეძებენ.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი ცენტრები გლეხებს დაეხმარებიან სიმინდის რეალიზებაში.

რაც შეეხება თავად სხდომას, ოპიზიცია იმ გლეხების ბედით ინტერესდება, რომლებმაც აღნიშნული სიმინდი ვერ მოიწიეს და სახელმწიფოსთვის განვადებით გამოტანილი სიმინდის თესლის საფასური აქვთ გადასახდელი.

მინისტრი ამბობს, რომ შესაბამისი ღონისძიებები უახლოეს მომავალში დაიგეგმება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.

ამას გარდა, სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა იმ კომპანიით, რომელმაც ამ სიმინდის თესლი შემოიტანა საქართველოში.

ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ "ვიღაც-ვიღაცებმა ამ პროგრამით საკმაოდ დიდი ფული ჩაიჯიბეს".

ბაკურ კვეზერელი კი, ჯონდი ბაღათურიას კომპანია "პიონერზე" საუბრისას ერთგვარად დაემუქრა კიდეც და განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან ამ კომპანიის წარმომადგენლები და ჯონდი ბაღათურიამ უნდა იცოდეს, რომ მათ მათი იმიჯის შელახვისთვის შეიძლება, რაიმე ზომებს მიმართონ ჯონდი ბაღათურიას წინააღმდეგ.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრის მიერ გამოთქმული პოზიციებით უკმაყოფილო დარჩა ოპოზიცია.

როგორც სხდომის დასასრულს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა განაცხადეს, აღნიშნული სხდომით კარგად დადასტურდა, რომ მინისტრი არ ინტერესდება გლეხებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

ასევე "ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ სურს, რეალობას შეხედოს თვალებში, რასაც მას ოპიზიცია ურჩევს და გლეხების ნაცვლად ტურიზმზე ესაუბრება.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია