საქართველოს სექციას სულხან-საბას საფლავის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გარკვევა გაუჭირდება

შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია ვერ აკონკრეტებს, შეძლებს თუ არა რუსეთში, დაბა ვსესვიატკოეში სულხან-საბა ორბელიანის საფლავის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სექციის წარმომადგენელმა, გიორგი ბუაჩიძემ განუცხადა, მათ არ აქვთ უფლება, პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეთ რუსეთის მხარესთან, რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმეს გარკვევა გაჭირდება.

"ჩვენ ყველაფერს შვეიცარიის მხარის მეშვეობით ვახორციელებთ. ამ ინფორმაციის შესახებ არ ვიცოდით, შევეცდებით, გავერკვეთ საქმის ვითარებაში, მაგრამ ცოტა მეეჭვება", - აღნიშნა ბუაჩიძემ.

რუსულმა მედიასაშუალებებმა 6 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბაგრატიონთა უძველეს საფლავს რუსეთში, დაბა ვსესვიატკოეში საფრთხე ემუქრება. დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ყველაწმინდას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწენი არიან დაკრძალული, მოსკოველმა მაღალჩინოსნებმა უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიან ბეტონის ნაგებობებზე არავითარი სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ტაძარი რუსეთის ფედერაციის დაცული ძეგლების ნუსხაშია, ამიტომ მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა შენობების აღების გადაწყვეტილება მიიღო და ობიექტის მეპატრონეს მის ასაღებად ვადა 21 ნოემბრამდე მისცა.

ტაძარი ვსესვიატკოეში მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ძალისხმევით 1733-1736 წლებში აშენდა. ის მამასთან ერთად საქართველოდან რუსეთში იყო გადახვეწილი და ერთი წელი ვსესვიატსკოეში ცხოვრობდა. ტაძარში ღვითსმსახურება ქართულად აღევლინებოდა.იქვეა სასაფლაოც, სადაც დაკრძალულნი არიან ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენლები და სხვა ქართველი დიდგვაროვნები. მათ შორის, სულხან-საბა ორბელიანი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის მამა, იოანე ბაგრატიონი.

სასაფლაო რუსეთის მთავრობის განკარგულებით 1982 წელს ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა დღემდე შემორჩენილია საფლავის ქვები და მონუმენტი, რომელიც პეტრე ბაგრატიონმა მამამისის საფლავზე აღმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა