სოფელ სარკინეთში კლდეში ნაშენი ეკლესია გაიხსნა

ქარელის რაიონის სოფელ სარკინეთში წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია გაიხსნა. ეკლესია რუის-ურბნისის ეპისკოპოსმა მეუფე იობმა აკურთხა.

ტაძრის კურთხევას მღვდელმთავრები, მიმდებარე სოფლებისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მდებარე ეკლესიების მრევლი დაესწრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ახალი ტაძრის უნიკალურობა იმაში მდგებარეობს, რომ კლდეშია გამოკვეთილი. ტაძარში შესვლა დაახლოებით 5-მეტრიანი დერეფნიდან არის მოსახერხებელი, რომელიც კლდეშია გაჭრილი.

მეუფე იობის განცხადებით, XIV საუკუნის შემდეგ საქართველოში კლდეში ეკლესია აღარ აშენებულა და სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა.

"ტაძრის გახსნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უნდა დასწრებოდა, თუმცა უწმინდესი თურქეთში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის აღსაყდრებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიემგზავრება", - აღნიშნა მეუფემ.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე იობმა რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები პატრიარქის კურთხევით დააჯილდოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა