თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაციის მიუხედავად, სასახლე ფუნქციონირებას არ აჩერებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასახლის დირექტორმა გია შალამბერიძემ განუცხადა, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე თბილისის მერიის მიერ როგორც არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი - ანუ კერძო სამართლის პირი 2007 წელსაა დაფუძნებული, რომლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა ხდება.
"მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე დაფუძნებულია 2007 წელს თბილისის მერიის მიერ, როგორც არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი - ანუ კერძო სამართლის პირი. ახლა ხდება სასახლის დაფუძნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და კანონით გათვალისწინებული პროცედურები მოითხოვს ერთი იურიდიული პირის ლიკვიდაციას, სანამ შეიქმნება მეორე იურიდიულკი პირი, ეს ცნობილია კოლექტივისთვის. გავდივართ ამ პროცედურებს და ვაგრძელებთ მუშაობას ისე, როგორც ადრე ვმუშაობდით",-განაცხადა გია შალამბერიძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერიის ფოიეშია გაკრული. დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს თბილისის ვიცე-მერი დავით ნინიძე, 11 ოქტომბრით არის დათარიღებული. მასში აღნიშნულია, რომ "უნდა მოხდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაცია".
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"