კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანას მომავალი წლის გაზაფხულზე დაასრულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ნიორაძემ განუცხადა, ნოემბრის ბოლოს თბილისის ქუჩებში "ფორდის" მარკის კიდევ 150 ახალი სამარშრუტო ტაქსი გამოჩნდება. ახალი მიკროავტობუსები კომპანიამ უკვე ჩამოიყვანა და ხაზებზე გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ჯერ განსაზღვრული არ არის, ახალი სამარშრუტო ტაქსები ძველს რომელ ხაზებზე ჩაანაცვლებს.
"ახალი სამარშრუტო ტაქსების ჩამოყვანის პროცესი მომავალი წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. ახალ სამარშრუტო ტაქსებს დეკმბრშიც შემოვიყვანთ", _ განაცხადა თეონა ნიორაძემ.
დღეისთვის ქალაქში 350 "ფორდის" მარკის სამარშრუტო ტაქსია შემოყვანილი. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიას 3000-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანა.