მუხრანის #1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭება

სოფელ მუხრანში ხვალ, მუხრანის #1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭება და ნიკო ბაგრატიონის ცხოვრების ამსახველი კუთხე გაიხსნება.

იმ სახლში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ნიკო ბაგრატიონი, სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნიკო ბაგრატიონის მემორიალური დაფა გაიხსნება. ამით ბურებმა პატივი მიაგეს 1899–1902 წლებში მათი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილის, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) ხსოვნას.

მემორიალის გახსნას დაესწრებიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა–მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, საქართველოში მყოფი ბური ფერმერები და სამხრეთ აფრიკის წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას მოწვევით იმყოფებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა