ფონდი "ქართუ" დაფინანსებულ პირთა სიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ფონდის მიერ დაფინანსებულ პირთა სიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"არ წყდება მითქმა-მოთქმა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებულ პირთა სიებთან დაკავშირებით. გვინდა წერტილი დავუსვათ ამ თემას და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული სიები არ გავრცელებულა "ქართუს" მიერ. აქვე შეგახსენებთ, ფონდის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. კანონმდებლობის მიხედვით, ფონდს მოეთხოვება წელიწადში ერთხელ საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, რასაც ახორციელებს კიდეც. ფონდი "ქართუ" საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა 12 წელია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიმე მედიასაშუალება დაინტერესებულიყო ფონდის საქველმოქმედო პროექტებით. თავად ფონდი, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი სასტიკი წინააღმდეგია ქველმოქმედების აფიშირებისა, არასდროს მისცემდა თავს უფლებას, თავისი ინიციატივით გაესაჯაროებინა იმ ადამიანთა ვინაობა, რომელთაც გაეწიათ ან დღემდე ეწევათ ფინანსური დახმარება. ამასთანავე, არსებობს კანონი, რომელიც ამ კატეგორიის პიროვნებათა კონფედენციალობას უზრუნველყოფს.

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც "ქართუ ბანკის" მიერ გაიცა, გახლდათ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე გადაგზავნილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" საბანკო ამონაწერი 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე. ეს ინფორმაცია ეროვნულ ბანკს მიეწოდა 2011 წლის 9 ნოემბერს, ფონდის მიერ დაფინანსებულ პირთა სია ქართულ მედიაში გამოქვეყნდა 10 ნოემბერს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს