"ოპერის მეგობართა საბჭოს" დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს

დავით კეზერაშვილი "ოპერის მეგობართა საბჭოს" უხელმძღვანელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპერის თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, "160 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული უმდიდრესი ტრადიციების მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "თბილისის ოპერის მეგობართა     საბჭო" ფუძნდება, რომელსაც ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს".

"მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, ფუძნდება "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო". ამ საბჭოს დამფუძნებლად და მხარდამჭერად მოგვევლინა ქართველი ბიზნესმენი, ბატონი დავით კეზერაშვილი", - აღნიშნულია ოპერის თეატრის პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისის "ოპერის მეგობართა საბჭოში" აკუმულირებული თანხები მოხმარდება: საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნების საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას, მუსიკალური საკრავების ტექნიკურ მომსახურებას და სხვა.

"თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს" დაფუძნების ცერემონია სასტუმრო "თბილისი მარიოტში", 19 დეკემბერს, 13.00 საათზე გაიმართება.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ