m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა

7 თებერვალს, m2-ისა და LIB.GE-ს პარტნიორობით, m2 გალერეაში ღონისძიებების სერიის, „გაბედეს“ პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც აუდიტორიასთან ისაუბრა თემაზე - „გაბედე, იარო შენი გზით“. ღონისძიებამ გააერთიანა m2-ის სხვადასხვა პროექტის მაცხოვრებლები და მათ შესაძლებლობა მისცა, არაფორმალურ გარემოში მოესმინათ გამომსვლელის გამოცდილება, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

„გაბედე“ ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს და 2026 წელს m2-ის მაცხოვრებლებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს წარუდგენს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებით შექმნიან ინსპირაციისა და აზრების გაცვლის სივრცეს. ასეთი შეხვედრები m2-ის მაცხოვრებლებს მისცემს საშუალებას, სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები.

„პირველი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადამიანების შთაგონება, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის გაძლიერება და იმ გზის გაბედულად არჩევა, რომელიც თითოეულის ინდივიდუალურ სურვილებსა და ღირებულებებს შეესაბამება. m2-სთვის მსგავსი ინიციატივები წარმოადგენს შესაძლებლობას, არა მხოლოდ საცხოვრებელი გარემოს შექმნის, არამედ მისი გაძლიერების, სადაც ადამიანები შთაგონებას, მხარდაჭერასა და განვითარების რესურსს პოულობენ - რათა გაბედონ და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით“, - m2-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებაშვილი.

,,თანამედროვე ეპოქაში ცოცხალი შეხვედრების მნიშვნელობა ერთი-ორად ფასობს. ამგვარ ღონისძიებებს უკვე სხვა დატვრითვა აქვს - ემოციების უშუალო გაზიარების და გააზრების სივრცედ იქცევა. სიმბოლურია, რომ ამგვარ ციკლს სწორედ m2-თან ერთად ვიწყებთ. სახლთან დაკავშირებული გარემო ხომ ყველაზე მეტად გვიიოლებს აზრების გამოთქმას და გაცლას.

სიმბოლურია ისიც, რომ სერია ნათია ფანჯიკიძის ლექციით დაიწყო და ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. გზა და ამ გზაზე დადგომის არჩევანი ხომ ადამიანის ცხოვრებაში უპირატესია“, LIB.GE აკადემიის დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე.

m2-ის მისიაა შექმნას და განავითაროს თანამედროვე, ინოვაციური და უსაფრთხო სივრცეები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან და გარემოსთან და აძლევს შესაძლებლობას იცხოვრონ განსაკუთრებულად - საკუთარი ცხოვრებით. აღნიშნული ღონისძიებები, ამ ხედვის პრაქტიკული გაგრძელებაა - ისინი აერთიანებს ადამიანებს საერთო ინტერესებისა და ღირებულებების გარშემო, აძლიერებს კომუნიკაციას მაცხოვრებლებს შორის და ქმნის პლატფორმას პიროვნული თუ სოციალური განვითარებისათვის. ამგვარად, m2 კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ როლს არა მხოლოდ დეველოპერის ამპლუაში, არამედ როგორც საზოგადოებრივი და სოციალური ჯგუფების განვითარების, კეთილდღეობის და ფორმირების მუდმივი ინიციატორი და მხარდამჭერი.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს