„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

„უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმმა ინვესტორებთან თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი“ - ასე აფასებენ ორგანიზატორები გასულ შაბათ-კვირას გამართულ ბიზნეს ფორუმს.

სამდღიან ღონისძიებას, რომელიც „გრანდ ავენიუზე“ გაიხსნა, საერთაშორისო ბიზნეს წრეების მხრიდან მაღალი ინტერესი მოჰყვა. ფორუმის საშუალებით, ადგილობრივმა კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებს ადგილობრივი ბაზრის მზარდი შესაძლებლობები და საკუთარი დეველოპერული პროექტები წარუდგინეს.

ფორუმში მონაწილეობდა 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების სააგენტო ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ღონისძიებას სპეციალური ვიზიტით ათამდე საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებდა.

პროექტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და წამყვანი დეველოპერების - არქის, ნექსთის, ბიოგრაფისა და Invest Georgia UAE-ს - ორგანიზებით განხორციელდა. ფორუმში მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი პირები. შეხვედრების მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზება და საერთაშორისო ფინანსური რესურსების ქართულ კომპანიებთან დაკავშირება გახდა.

ფორუმის ფარგლებში Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები მიმოიხილა, TBC Capital-მა კი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარადგინა. გაიმართა პანელური დისკუსია არქის, ბიოგრაფისა და ნექსთის მონაწილეობით. ასევე, კომპანიებმა სტუმრებს საინვესტიციო პროექტები გააცნეს; მათ შორის, დაათვალიერეს არქის მასშტაბური პროექტი სიონის ტბაზე - Le Meridien Sioni Lake Resort & Spa.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები