ლიბია პირველად 42 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს .
უცხოური მედიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ტრიპოლიში იმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის მონაწილეობით მიმდინარეობს.
ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ლიბიაში საპროტესტო გამოსვლები მარტში დაიწყო, რაც ნოემბერში პრეზიდენტ მუამარ კადაფის ლიკვიდაციით დასრულდა. ხელისუფლების დამხობის შემდეგ მართვის სადავეები გარდამავალი მთავრობის ხელში გადავიდა. ახლა მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება ხდება. უახლოეს მომავალში ლიბია ეროვნულ საბჭოს აირჩევს, რომელიც ახალ კონსტიტუციას მიიღებს. ამის შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.