საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე გახდა

საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი საქართველოს ნაკრების მორაგბე მამუკა გორგოძე, ხოლო საუკეთესო გუნდი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წელი დღეს სასტუმრო "რედისონში" შეაჯამა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მიმოიხილა სპორტული მიღწევები და მნიშვნელოვანი ტურნირები, პროექტები, რომლებიც წელს განხორციელდა და მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომლებიც სხვადასხვა სპორტის სახეობის მიმართულებით შედგა და ის რეფორმები, რომელიც ამ წელს გატარდა.

ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოება, სადაც საუკეთესოები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ. დასახელდა 10 საუკეთესო სპორტსმენი, მათ შორის არიან: მორაგბე დიმიტრი ბასიალაია, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, მკლავჭიდელი გენადი კვიკინია, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი, ძალოსანი გია მაჭავარიანი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და სამბისტი ავთანდილ ცინცაძე.

გარდა ამისა, დასახელდა 10 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, ასევე, სამი საუკეთესო მსაჯი: ედიშერ მაჩაიძე - მსაჯი ჭიდაობაში, ვლადიმერ ნუცუბუძე - მსაჯი ძიუდოში და მაკა კუპატაძე - მსაჯი კალათბურთის სახეობაში.

გამოვლინდა სამი საუკეთესო სპორტული მენეჯერი: ბაჩო ხურციძე - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მენეჯერი, მერაბ რატიშვილი - კალათბურთის ნაკრების მენეჯერი და არტემ სანიშვილი - მშვილდოსნების ნაკრების მენეჯერი.

დღესვე დასახელდა საუკეთესო პარასპორტსმენი, ანუ შეზღუდული უნარების მქონე სპორტსმენი და ეს გახდა ნიკოლოზ თვაური, რომელიც უსინათლოა.

შემდეგი ნომინაცია საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია. აქ დასახელდა მოჭიდავე ვლადიმერ ხინჯაგიშვილი.

გასული წლის საუკეთესო მწვრთნელებად კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დასახელდნენ საქართველოს კალათბურელთა ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მორაგბეთა უკვე ყოფილი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი.

საუკეთესო ნაკრების აღიარება მოიპოვეს კალათბურთელებმა, რომლებმაც 2011 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია