სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემატურ საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემატურ საკითხებზე დღეს, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მრგვალი მაგიდა გაიმართება . ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მრგვალ მაგიდაზე მოხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადებული ცვლილებებისა და დამატებების პროექტის პრეზენტაცია.

მათივე ცნობით, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ჭეშმარიტ შეჯიბრებითობას ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის. დაცვის მხარეს არ გააჩნია რიგი მნიშვნელოვანი უფლებებისა, რომლებიც გააჩნია ბრალდების მხარეს. მაგალითად, დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების თაობაზე. ამასთანავე, სასამართლოები დაცვის მხარის მიერ მესამე პირებისგან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას განმარტავენ, როგორც შუამდგომლობას ამოღების თაობაზე და, ამის გამო, უარს აცხადებენ ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაცვის მხარეს უკანონოდ ერთმევა შესაძლებლობა, მოიპოვოს ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები.

"ძალიან ხშირად ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საფუძვლად მიიჩნევა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად ცნობილ პირთან დადებული საპროცესო შეთანხმება და ასეთი შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ამგვარი პრაქტიკის მანკიერება იმაში მდგომარეობს, რომ ბრალდებულს ერთმევა შესაძლებლობა მოწმის სახით დაკითხოს იმ სხვა საქმის ბრალდებული, რომელიც მას ამხელს და ამით შეამოწმოს აღნიშნული სხვა ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენებების სანდოობა, სიზუსტე და სხვა",-აღნიშნავენ ასოციაციაში.

მათივე განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი, რომელიც მოქმედ საპროცესო კანონს გააჩნია, ის არის, რომ ადვოკატს არა აქვს უფლება, თავად გაასაჩივროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული განჩინებები და სასამართლო განაჩენი. ეს უცნაური შეზღუდვა დიდ პრაქტიკულ სირთულეებს უქმნის ადვოკატს და უკანონოდ ზღუდავს დაცვის მხარის უფლებებს.

მათივე განცხადებით, სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერასთან და ტრანსლირებასთან დაკავშირებული მეტისმეტად მკაცრი შეზღუდვები ხელს უშლის მედიას, ჯეროვნად გააშუქოს სასამართლო პროცესები, რითაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ერთმევა შესაძლებლობა ჯეროვანი კონტროლი განახორციელოს მართლმსაჯულებაზე.

მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი ცვლილებებისა და დამატებების პროექტში ამ და სხვა პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზებზეა საუბარი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში