მიხეილ ალექსიძის მისაღებად მე-20 და 122-ე საჯარო სკოლები მზად არიან

თბილისის #53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მოსწავლის, მიხეილ ალექსიძის მისაღებად მე-20 და 122-ე საჯარო სკოლები მზად არიან.

ასევე, #24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს მოსწავლე იმ შემთხვევაში, თუ იგი სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე გასაუბრებას გაივლის.

განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ანა ქებაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო სკოლიდან გარიცხული მოსწავლის შესახებ საზოგადოებას სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.

მიხეილ ალექსიძე ამჟამად რეგისტრირებულია თბილისის #77-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ძველი თბილისის რაიონში მდებარეობს. სამინისტროს ცნობით, ოჯახი ამის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული, თუმცა, ალექსიძე რამდენიმე თვეა სკოლაში არ ცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ ალექსიძეს და მის ოჯახს არ სურს #77-ე სკოლაში სწავლა, რამდენიმე სკოლა დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს ეს მოსწავლე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს ალექსიძესა და მის ოჯახს, გააკეთონ არჩევანი ამ სკოლებს შორის, რათა მოსწავლეს მიეცეს სწავლის შესაძლებლობა. როგორც ბრიფინგზე მყოფმა სკოლის დირექტორებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან ალექსიძე მათ სკოლაში მიიღონ.

მიხეილ ალექსიძე #53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში XI კლასიდან გაირიცხა. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც სკოლის დირექტორმა, ტატო შავშიშვილმა პოლიციაში განაცხადა. დირექტორი მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება დაიწყო და ალექსიძე დაიკითხა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მიხეილ ალექსიძის მიმართ რაიმე პირადი პრობლემა არ აქვს და ამას ადასტურებს ის, რომ სკოლაში სწავლობს მიხეილ ალექსიძის ძმა, ზაზა ალექსიძე, რომელიც მერვეკლასელია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია