ქუთაისში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება

ქუთაისში 15-16 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობაში, განგრძობადი იურიდიული განათლების პროექტის ფარგლებში, პროფესიული ეთიკის საკითხებზე პირველი ტრენინგი გაიმართება . როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტრენერების ჯგუფი, რომელიც სემინარებს კითხულობენ, დაკომპლექტებულია ეთიკის კომისიის, განგრძობადი იურიდიული განათლების კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ასოციაციის წესდების 151 მუხლის შესაბამისად, დაადგინა განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის ამოქმედება ყველა პრაქტიკოსი ადვოკატისთვის საქართველოში. განგრძობადი იურუდიული განათლება წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარების კურსს, რომელიც სავალდებულოა ადვოკატთა კორპუსის წევრთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. განგრძობადი იურიდიული განათლების მიღების მიზნით ასოციაციის წევრი ადვოკატი ვალდებულია მოისმინოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სემინარის კურსი, რომლის შინაარსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. განგრძობადი იურიდიული განათლება გულისხმობს საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობას ადვოკატებისათვის. რომლის მიზანია ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევების და ცოდნის გაღრმავება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2011 წელს უცხოელ ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის შედეგად შეიმუშავა განგრძობადი იურიდიული განათლების კონცეფცია და შექმნა განგრძობადი იურიდიული განათლების კომისია, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო წლის სასწავლო პრიორიტეტებს; ახდენს სასწავლო ორგანიზაციების აკრედიტაციას; სასწავლო კურსების;წარსულში გავლილი ტრენინგების; სწავლების, პუბლიკაციების აკრედიტაციას; განსაზღვრავს ტრენინგებისთვის კრედიტ-საათების მინიჭებას; ახდენს განგრძობადი იურიდიული განათლების პროცესის მონიტორინგს. კომისიას თავმჯდომარეობს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ზვიად კორძაძე.

USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEP-ის გრანტის ფარგლებში 2012 წელს დაგეგმილია 117 ტრენინგის ჩატარება, აქედან 92 ტრენინგი თბილისში და 25 ქუთაისში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს