პრემიერ-მინისტრი ვერ აკონკრეტებს, გააიაფებს თუ არა ელექტროენერგიის ტარიფს ახალი ჰესები

პრემიერ-მინისტრი ვერ აკონკრეტებს, გააიაფებს თუ არა ელექტროენერგიის ტარიფს ახალი ჰესები

პრემიერ-მინისტრი ვერ აკონკრეტებს, გააიაფებს თუ არა ელექტროენერგიის ტარიფს ახალი ჰესები .

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე დაინტერესდა, იმოქმედებს თუ არა დენის ტარიფზე ახალი ჰესების ექსპლუატაციაში შესვლა.

როგორც აღნიშნულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, დღეს ელექტროენერგიაზე რა გადასახადიც არის დაწესებული, რეგიონში ყველაზე დაბალია.

რაც შეეხება ახალი ჰესების მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელ შედეგს, გილაური ამბობს, რომ ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია პირველ ეტაპზე იაფი არ იქნება, რადგან მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა, გილაური ამბობს, რომ ახალი ჰესები ქვეყანას დამატებით ენერგოუსაფრთხოებას აძლევს.

"შესაბამისად, ეს ლიბერალიზაცია, რაც ელექტროსექტროში გვაქვს, თავის შედეგს მოიტანს რამდენიმე წლის შემდეგ. ზამთრის თვეებში ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დარჩება საქართველოში და კონკურენციას გაუწევს თბოსადგურებზე გამომუშავებულ ფასს. ეს კი საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, ახალ რეალობას შექმნის ბაზარზე. ეს რეალობა ციფრებში გაწერილი, 2015-2016 წლებში გვექნება", – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.