ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის პირველი ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართება .

შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ 1999-2000 წლებში დაბადებული ვაჟების და გოგონების გუნდები.

ჩემპიონატში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის (ვლადიკავკაზი) და ირანის 150-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის მიზანია ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება, ძლიერი და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

23 მარტს ორთაბრძოლები დილის 10:00 საათიდან ხმლით ასპარეზობაში გაიმართება. 24 მარტს ტურნირი დაშნით გაგრძელდება და 25 მარტს რაპირათი დასრულდება.

I, II და III ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

ტურნირის ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენ გოგონას და ვაჟს სპეციალური პრიზი აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელების, როზა ჯოლოგუას და თამაზ კაკულიას სახელობის თასები გადაეცემათ.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობის უკან მდებარე სპორტულ დარბაზში გაიმართება.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია