ლევან გოგორელიანი - ჩემი ძმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მეხუთე კვარტლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ბერა ივანიშვილის სტუდია Georgian dreams studio-ს წევრის, "რუსთავი2"-ის გასართობი გადაცემების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმა, ლაშა გოგორელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ლევან გოგერელიანმა დაუდასტურა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მან განუცხადა, ლაშა გოგორელიანი საცხოვრებელ სახლთან მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც 6 მანქანაში მყოფი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და მისი ძმა გაიტაცეს.

"ჩემმა ძმამ პოლიცია არც იცის, რა არის. მთელი ცხოვრება წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს. წარმოდგენა არ მაქვს, რა გახდა ლაშას დაკავების მიზეზი. მითხრეს, რომ 6 მანქანა მოვარდა და წაიყვანეს", - აღნიშნა ლევან გოგორელიანმა. მისივე თქმით, ლაშა გოგორელიანიც ბერა ივანიშვილის სტუდიაში მუშაობს.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გასართობი შოუების მსახიობები თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე "ფაქო" Georgian dreams studio-ში დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდნენ.

იხილეთ აუდიო: ბერა ივანიშვილის სტუდიის წევრის ლევან გოგორელიანის ძმა გაიტაცეს

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს