ეკა კვესიტაძე - არც რიტორიკის შეცვლას და არც ზოგადად არაფერზე არც ერთი პოლიტიკოსისგან შენიშვნებს არ მივიღებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსებისგან შენიშვნებს არ მიიღებს. "როცა გოკა გაბაშვილი მყავდა სტუმრად, მაშინ სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს, რომ მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელმაც ყველა კითხვა დასვა. გამოდის, რომ როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს კრიტიკულ კითხვებს ვუსვამ ობიექტური ჟურნალისტი ვარ, როცა იგივეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში ვაკეთებ – არაობიექტური. ვერანაირ პრეტენზიას ვერ გავიზიარებ. არც რიტორიკის შეცვლას და არც ზოგადად არაფერზე არც ერთი პოლიტიკოსისგან _ არც ივანიშვილის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შენიშვნებს არ მივიღებ", - განუცხადა კვესიტაძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე განმარტებით, "აქცენტების" გუშინდელი გადაცემა ყველა მხრივ დაბალანსებული იყო. "აქციის ყველა მნიშვნელოვანი კადრი და ყველა მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო ნაჩვენები, მყავდა დავით უსუფაშვილი, რომელსაც 40 წუთის განმავლობაში შეეძლო ესაუბრა. მყავდა ორი ექსპერტი ორი განსხვავებული მოსაზრებით. ასე რომ, გადაცემა იყო აბსოლუტურად დაბალანსებული", - აღნიშნა მან, რომლის აზრითაც, მისი გადამეტებული ემოციურობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის შეფასებები "ცოტა სასაცილოა".

კვესიტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი მედიის ცნება და ოპოზიციონერობა ერთმანეთში ერევა. "ბიძინა ივანიშვილმა ცნებების მნიშვნელობა ვერ ისწავლა. მან თავიდან ობიექტურობასა და ოპოზიციონერობას შორის ტოლობის ნიშანი დასვა, რაც ნონსენსია და ნიშნავს, რომ ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს ობიექტურობა. თავისუფალი მედია დღეს ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ოპოზიცია გაცილებით ხისტია მედიასთან მიმართებაში, ვიდრე ხელისუფლება. ასე რომ, წარმომიდგენია, როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ მათ მედიის მიმართ, თუკი ხელისუფლებაში მოვლენ", - განმარტა კვესიტაძემ.

მისივე შეფასებით, არაობიექტურობის ყველაზე კარგი მაგალითი გუშინ მე-9 არხმა აჩვენა, რომელსაც კვესიტაძის აზრით, არც ერთი ჟურნალისტური სტანდარტი არ დაუცვია და მხოლოდ მიტინგის პროპაგანდას ეწეოდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკა კვესეტაძემ გუშინდელ გადაცემაში "ვერაფრით მოახერხა წყენა დაემალა იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" აქციაზე ამდენი ხალხი მივიდა".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს