ლოტოს გათამაშებაში გამარჯვებულებმა ნატვრის ხის საჩუქრები აირჩიეს

ლოტოს გათამაშებაში გამარჯვებულებმა ნატვრის ხის საჩუქრები აირჩიეს

ლოტოს გათამაშებაში გამარჯვებულები დღეს საქართველოს ლატარიის კომპანიის სერვისცენტრში შეიკრიბნენ და ნატვრის ხის საჩუქრები აირჩიეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, არჩევანი მათ მოგზაურობას, განათლების დაფინანსებას, ავეჯს, ტექნიკას, დღესასწაულის აღნიშვნასა და ერთი წლის მანძილზე 1000–ლარიანი ხელფასს შორის უნდა გაეკეთებინათ.

თითოეული ნატვრის ღირებულება 12 000 ლარია. 29 მაისს, ლოტოს რიგით 247-ე გათამაშებაში გამარჯვებულმა გორელმა ნინო კოვზიაშვილმა, რომელიც პროფესიით რუსული ენის პედაგოგია და 22 მაისს, ლოტოს რიგით 245-ე გათამაშებაში გამარჯვებულმა ნათელა გაბაძემ, რომელიც ასევე მასწავლებელია არჩევანი ხელფასზე შეაჩერეს.

1000 ლარს ისინი ლატარიის კომპანიისაგან ყოველთვიურად, ერთი წლის მანძილზე მიიღებენ.

1 ივნისს ლოტოს რიგით 248-ე გათამაშება გაიმართება, რომლის ჯეკპოტი 556 000 ლარზე მეტს შეადგენს. ჯეკპოტთან ერთად თამაშდება ახალი ავტომანქანა "ჰუნდაი აქცენტი".

საქართველოს ლატარიის კომპანია მომხმარებელს წარმატებას უსურვებს.