ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში, მარის ლიეპას იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საბალეტო ვარსკვლავი, ნიკოლოზ ცისკარიძე 7 ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში, მარის ლიეპას იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება საქველმოქმედოა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება. შემოსული თანხა ლეიკემიითა და აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.

ღონისძიება თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, ნიკოლოზ ცისკარიძე პრესკონფერენციას გამართავს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს