მერიის ინფორმაციით, "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში 7 Sky-ის ობიექტზე მშენებლობა დასრულდა

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში სამშენებლო კომპანია 7 Sky-ის ობიექტზე მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებული მშენებლობა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 36 000 კვ.მეტრ ფართობზე განთავსებული კორპუსი 3 ბლოკის, 250 საცხოვრებელი ბინისა და კომერციული ფართებისგან შედგება. მშენებლობა "თიბისი ბანკმა" 3 650 000 აშშ დოლარით დააფინანსა. სამშენებლო სამუშაოებზე 500 ადამიანი დასაქმდა. ახალი, კომფორტული საცხოვრებელი ბინებით მერიის პროექტის ფარგლებში 43 ოჯახი დაკმაყოფილდა.

როგორც მერიაში ამბობენ, თბილისის მერიის პროექტი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ქალაქში არსებული ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში უკვე ათობით შეჩერებული მშენებლობა დამთავრდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს