თავდაცვის სამინისტრომ თელავში 1300 რეზერვისტი, ტექნიკა და საინჟინრო ბატალიონი გადაიყვანა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში ჩაერთო. სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია და თელავში გადაყვანილია 1300 რეზერვსიტი, სტიქიის ზონაში მუშაობს საინჟინრო ბატალიონი, ადგილზე ასევე გადაყვანილია 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.
სამხედროები აქტიურად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგების სრულ აღმოფხვრამდე გააგრძელებს ადგილზე მუშაობას.

























