"მაესტროს" ანტენების დაყადაღება მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს

ტელეკომპანია "მაესტროს" კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს.

რამდენიმე მედიაორგანიზაციის წარმომადგენელმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიიტანეს სატელიტური თეფში, რომელზეც "მაესტროს" მხარდამჭერთა ხელმოწერებია.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს რეზიდენციაში დაუტოვეს სპეციალური წერილი და მიმართვა, რომელშიც ითხოვენ, რომ დაყადაღებული ანტენები კანონიერ მფლობელს, ტელეკომპანია "მაესტროს" უკან დაუბრუნდეს.

დღევანდელ აქციაში მონაწილეობდნენ ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე, ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და უხეშად შეეხო მედიას. მათი თქმით, უკანონო გადაწყვეტილება "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ არღვევს როგორც "მაესტროს", ასევე საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებას, რომ ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება, მიიღოს და გაავრცელოს მიუკერძოებელი ინფორმაცია.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, "მაესტროს" მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში მომდევნო საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - ”დავაყადაღოთ პროკურატურა” საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან 3 აგვისტოს გაიმართება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს