საფრანგეთში მეჩეთის შესასვლელთან ორი უზარმაზარი ღორის თავი დააგდეს

საფრანგეთის ქალაქ მონტობანის მეჩეთში მისულ მრევლს, სალოცავის შესასვლელში, ორი უზარმაზარი ღორის თავი დახვდა დაგდებული , - იუწყება "ფრანს-პრესი".

მეჩეთის იმამი ჰაჯი მუჰამედი ყვება, რომ ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ირგვლივ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ღორის სისხლი მიმოაქციეს. "არ ვიცი რა ხდება. ადამიანებმა გონი დაკარგეს, თანაც რამადანის დღეებში", - აცხადებს ჰაჯი მუჰამედი.

მონტობანელი მუსლიმები ყურადღების ცენტრში 2012 წლის მარტში მოექცნენ. მაშინ ისლამისტმა მუჰამედ მერამ, რომელიც "ალ-ქაიდას" მომხრე იყო, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი ორი სამხედრო მოსამსახურე დახვრიტა, რამდენიმე დღის შემდეგ კი სამი ებრაელი ბავშვი და ადგილობრივი რაბინი მოკლა. ტერორისტი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა, როდესაც მისი სახლისთვის შემორტყმული ალყის გარღვევას ცდილობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა